საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან, მათ შორის, ადგილზე იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე აქტიურად მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს.
რაც შეეხება იმ კლინიკას, სადაც სასულიერო პირები გადიან ხოლმე მკურნალობას, ცენტრის დირექტორი ადასტურებს, რომ ტესტირება უტარდებათ სტუმრებს, რომლებიც საპატრიარქოში პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.
“მე ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უწმინდესი და სახელმწიფო, ისე იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. პატრიარქის დაბადების დღეზე ვინც იყო, ყველა მათგანის გატესტვა მიმდინარეობს,” – აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვეფხია ოდიშარია.
“რუსთავი 2”
კომენტარები