19 მაისს, საპატრიარქოში შესვლა მხოლოდ იმ ჟურნალისტებმა შეძლეს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ, ან ტესტირება აქვთ გავლილი.
ცნობილია, რომ ჟურნალისტებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეუმოწმეს და განუცხადეს, რომ ინფორმაცია გადამოწმდებოდა.
კითხვაზე აქვს თუ არა საპატრიარქოს წვდომა მონაცემთა ბაზებზე, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს – „დიახ, რა თქმა უნდა გვაქვს , ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ-ვითარების შესაბამისად. ეს საავადმყოფო უკვე 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა“.
ჟურნალისტების კითხვაზე, ირღვევა თუ არა ამით პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა, ჯაღმაიძემ განაცხადა: „მე არ ვიცი, ალბათ ხელმისაწვდომია. ისეთ საკითხში შევდივარ, რისი კომპეტენციაც არ მაქვს“.
წყარო: fortuna.ge
კომენტარები