საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი, ავრცელებს ფოტოს და წერს:
,,საქართველოს საპატრიარქოვ, თქვენ მოგმართავთ, რახან საქართველოს მთავრობიდან შეუძლებელია რამის გაგება.
სად გადადის ეროვნული საგანძური. რატომ გადააქვთ რაღაც დროებით, გაურკვეველ საცავებში, რატომ გადააქვს უცნობ, საეჭვო ორგანიზაცია “სუარდოს” ჩვენი ხატები.
ეს ხომ საშუამავლო ორგანიზაციაა, გელათზე რომ უვარგისი კვლევა ჩაატარა და მათი კომპეტენცია ეჭქვეშაა !
რა ხდება? რატომ ხართ ჩუმად?
რისთვის გადააქვთ, რატომ გადააქვთ, რატომ “სუარდო” და არა ვინმე სხვა-უფრო სანდო. მუზეუმის თანამშრომლების პოზიცია როგორია? აჩუმებენ? საპატრიარქო თანამონაწილეა? რა ხდება საგანძურის თავს. გაგვაგებინოს ვინმემ.
გელათსაც შლიან, აწყურსაც აბეტონებენ და კუმურდოსაც. სანაქებო და საამაყო რომ აღარაფერი იყოს. პირდაპირ საგანძურს არყევენ.”
კომენტარები