ინფორმაციას მარიუპოლში ტყვეების წამების შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, ავრცელებს:
“დაპატიმრებულებს შორის არის 30 ვოლონტიორი, რომლებიც ცდილობდნენ, მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანათ, ამით კი ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილისგან ეხსნათ. “
როგორც დენისოვამ უკრაინულ ტელეგრამ არხ UNIAN-ს განუცხადა, 3 ათასზე მეტ სამოქალაქო პირს რუსები ამყოფებენ საფილტრაციო ბანაკებში, უფრო სწორად, ციხეში, რომელიც მდებარეობს დასახლება ელენოვკაში, დონეცკის ოლქში. ეს არის ყოფილი გამოსასწორებელი დაწესებულება-განმარტავს ომბუდსმენი.
“კოლონიაში გამგზავრების წინ ოკუპანტები აწარმოებენ დაკავებულების დაკითხვას, რა დროსაც ხშირად ელექტროშოკს იყენებენ.
ფილტრაციის პერიოდი 30 დღეა, რის შემდეგაც დაკავებულები სხვადასხვა კოლონიებშიუ გადაჰყავთ. ჯიუტი პატიმრებისთვის კი ფილტრაციის ვადა 2 თვით განისაზღვრება.
უკრაინელი მძევლების დაკავება და წამება წარმოადგენს ევროსაბჭოს კონვენციის უხეშ დარღვევას და ისჯება საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლით– განაცხადა დენისოვამ.
სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, მიმართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, მიიღოს უკრაინაში სამხედრო დანაშაულის შემცველი ფაქტები მხედველობაში და აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფო.
კომენტარები