საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად 18 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმა წარადგინა.
აღნიშნული გეგმის ფარგლებში ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები 10 000 ევრომდე გრანტის მიღებას შეძლებენ. ასევე, მთავრობა 6.2 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გაცემას უზრუნველყოფს.
„თანამედროვე ისტორიაში საფრანგეთში ტურიზმი, ალბათ, ყველაზე რთულ გამოცდას გადის. საფრანგეთში შიდა ტურიზმი ივლისში და აგვისტოში განახლდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, კაფეები და რესტორნები, რომლებიც იმ რეგიონებში მდებარეობენ, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაკმაყოფილებელია, მუშაობის განახლებას 2 ივნისიდან შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუარესდება.
კომენტარები