NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Valeurs actuelles რეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მოჭრილი თითი პაკეტში იყო შეფუთული და იგი სასახლის კორესპონდენციის განყოფილებამ 9 -10 ივლისის შუალედში მიიღო.
მათივე ცნობით, მოჭრილი თითი რეზიდენციაში მდგარ ერთ-ერთ მაცივარში შეინახეს, სადაც პოლიციელები საკვებს ინახავდნენ. იგი პოლიციელებმა მომდევნო დღეს აღმოაჩინეს.
გამოცემა წერს, რომ უკვე დადგენილია თუ ვის ეკუთვნის მოჭრილი თითი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს.
კომენტარები