მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე:
“ამ ზამთარში საფრანგეთისა და გერმანიის დიდი გამყინვარების მოლოდინში მყოფთ, ორი სიტყვით მოგიყვებით რა ხდება… უბრალოდ რამდენიმე დღეა ვხედავ ამის შესახებ არავინ იღებს ხმას, თორემ რა ძალა მადგია კაცმა რომ სთქვას.. : საფრანგეთმა თავისი გაზის რეზერვების 95% უკვე ორ კვირაზე მეტია შეავსო! (საფრანგეთი მიწოდების თვალსაზრისით ბევრად ნაკლებადაა რუსეთზე დამოკიდებული.).. ეს იმას ნიშნავს რომ ზამთრის გადასატანად ბუნებრივი აირი არა თუ საკმარისი, ზედმეტიც კი აქვს და პირველად თავისი ისტორიის მანძილზე გაზის ექსპორტიორი შეუზლია გახდეს… ამიტომ გადაწყდა რომ ზამთარში თუ საჭირო გხდა ზედმეტ გაზს გერმანიას მიაწვდის, რომელიც საფრანგეთზე 40% ით მეტ გაზს მოიხმარს, რადგან მისი ინდუსტრია სწორედ ბუნებრივ აირს იყენებს უმეტესად ენერგიის წყაროდ… თუმცა რამდენადაც გერმანიას ასეთი საცავები არ გააჩნია (მწვანე ენერგეტიკაზე იყო სტრატეგიულად ორიენტირებული) ამ ექსტრემალურ სიტუაციაში განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დადგა. სამაგიეროდ გერმანია გამოიმუშავებს საფრანგეთზე ბევრად მეტ ელექტროენერგიას დახურული ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავების წყალობით… მოკლედ განსაკუთრებულად ცივი ზამთრის შემთხვევაში, გერმანია იღებს ვალდებულებას საფრანგეთს დაეხმაროს ელექტროენერგიით.. ასე რომ The Day After Tomorrow 2 ევროპული ვერსიის მოლოდინში მყოფებს ვურჩევ, მაინცა და მაინც ტომრებით ნუ მოიმარაგებთ პოპკორნს.. ხარჯი ხარჯად,, და თან ამბობენ თაგვი იცისო.. კბილებსაც არ უხდება
თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ სოლოვიოვს და ORT- ს უფრო დაუჯეროთ ვიდრე ფრანს ინფოს ან ზდფ ს, ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მე ჩემი გითხარით… თქვენი საქმის თქვენ იცით…
კიდევ ერთი კარგი ამბავი დესერტად! რუსეთს ჭურვების მარაგის სერიოზული პრობლემა აქვს და მოძმე ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს რომ კიმმა თავისი უზარმაზარი ფეთქებადი ჯართის მარაგიდან რაღაც ნაწილი მიაწოდოს.. დრონები, რომლებიც სროლის გარეშე, თავისით ვარდაბიან, უკვე დიდი რაოდენობით შეისყიდა ასევე ძალიან მოძმე ირანისგან!”
კომენტარები