საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთ ბაზარში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
კოლუმბიური ბანანების ყუთში ნარკოტიკები ხილ-ბოსტნეულის გამყიდველმა იპოვა. მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ ყუთში ნაპოვნი თეთრი ფხვნილი ნამდვილად კოკაინია.
ამოღებული ნარკოტიკის ფასი ე.წ. შავ ბაზარზე 35 მილიონ ევროს აღწევს. პოლიციამ გამოძიება ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის მუხლით დაიწყო.
კომენტარები