სასტუმროების ნომრები უსახლკარო პირებისათვის თვითიზოლაციის ადგილად გარდაიქმნება, – საფრანგეთის საბინაო მშენებლობის მინისტრმა, ჟულიან დენორმანდიმ რადიოსადგურ France Inter-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვიდრე საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო თვითიზოლაციის რეჟიმია დაწესებული მოქალაქეებისათვის, სახელმწიფო სასტუმროს ნომრებს უსახლკარო პირებისათვის გამოიყენებს.
„მთავრობა კონტაქტზეა სასტუმროების ქსელების ასოციაციასთან, რათა თავშესაფრით უზრუნველვყოთ უსახლკარო პირები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ჟულიან დენორმანდმა.
მისივე თქმით, სასტუმროების ჯგუფმა Accor-მა უკვე გამოუყო მთავრობას 600-მდე სასტუმრო ნომერი უსახლკარო პირების მოსათავსებლად.
ჟულიან დენორმანდმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიზნებისათვის მთავრობა 50 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს სასტუმროებს.
კომენტარები