გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ გლოლაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
“ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ გამოირიცხოს რაიმე დამატებითი საფრთხეები, რომელიც, როგორც წესი თანმდევი პროცესია ხოლმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ. აქვე მინდა ვთქვა, რომ რაიმე საფრთხე მყისიერი, რაიმე ასეთი მასშტაბური ღვარცოფის გამეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. მდინარე ჭანჭახზე და მდინარე რიონზე გვაქვს შესაბამისი დონის მზომები, რომელიც ახდენს მონიტორინგს წყლის, რომელიც მდინარეში მოედინება. კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესსაც. იყო დაპირება, რომ დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას იმისთვის, რომ ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში”, – თქვა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა, პრესსამსახურის ცნობით.
კომენტარები