მწერალი, ლუკა ბაქანიძე:
“საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლე და ემაგ ალტინფოს და სხვა პრორუსი მედია-პარტიების „მრევლი“ ძირითადად წარმოადგენს რამდენიმე წლის წინ წინაასაარჩევნოდ გამოშვებულ პატიმრებს „პოლიტპატიმრის“ ფეიქ სტატუსით, და ხელმოცარულ მოქმედ თუ ყოფილ სპორტსმენებს, ანუ ყოველგვარი პარტიული იდეოლოგიისგან დაცლილ ფულით თუ დაშინებით მართულ მასას. + პრორუსულ ტელევიზიებს თუ პარტიებს მართლაც რომ იდეურად მიკედლებულ რამდენიმე შტერს. ამ მარგინალების კოდლასთან წინააღმდეგობის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია აბსოლუტური საზოგადოებრივი იგნორი და 0 საინფორმაციო მხარდაჭერა მეტნაკლებად თავისუფალი მედიასაშუალებების მხრიდან, რამეთუ – რაც უფრო ნაკლებად და იშვიათად იქნებიან წარმოდგენილნი საჯარო სივრცეში, მით მალე დაკარგავენ, თუ რაიმე გააჩნიათ, იმ პოლიტიკური წონის გრამებსაც.”
კომენტარები