მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
,,ხანდახან ბოროტებაც კი შეიძლება საინტერესო იყოს.
ოსტატებს შეუძლიათ ხოლმე ასეთი ბოროტების აღწერა – შეაძულებენ მკითხველს ვინმე პერსონაჟს, ჯერ ცუდს გააკეთებიმებენ, მერე უარესს და საკვანძო მომენტში გადაადგმევინებენ ნაბიჯს, რომელსაც, როგორ ვთქვა… ღირსეულს. საპირისპიროს რომ მოველოდით მისგან და უცებ… ვააახ. ამით თავის წილ კათარზისსაც გაატარებენ პერსონაჟს და ჩვენ კი, მის გულშემატკივრად ვერ გვაქცევენ, მაგრამ თანაგრძნობას მაინც გაგვიჩენენ მის მიმართ. უხმოდ რომ დაუკრავ თავს, დაახლოებით ეგეთ ეპიზოდს შეთხზავენ.
ბუკა პეტრიაშვილი სასამართლომ დააჯარიმა მამებისა და შვილების მარშში მონაწილებისას გზის გადაკეტვის გამო.
სამი თვეც არ იქნება გასული, რაც მან შვილი დაკარგა და მარშზე მისულს, სიმბოლურად, სწორედ შვილის გამოსახულება ჰქონდა გულზე.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ორის სახელით.
სასამართლო ადგა და დამნაშავედ ცნო.
ჩვენ ასეთ, უინტერესო ბოროტებასთან გვაქვს საქმე. იაფფასიან, უვიცი ავტორის მიერ დაწერილ ბოროტებასთან, რომელიც ცდუნებას ვერ უძლებს და ყოველთვის სტერილურად ბოროტია.“
შეგახსენებთ, ბუკა პეტრიაშვილი მამების მარშში მონაწილეობისთვის 5 ათასით დააჯარიმეს.
ბუკა პეტრიაშვილი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს და ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება
კომენტარები