დღეს, 7 თებერვალს, საპროკურორო საბჭო კენჭისყრის მეშვეობით, გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, შერჩეულ კანდიდატს კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა. პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია – სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.
კომენტარები