მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწრმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. “რადიო მარნეულის” ინფორმაციით, აქციას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან არაფლოდან და არმამედლოდან ჩამოსული ხალხიც შეურთდება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მარნეულში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ამ შემთხვევაში კი კიტრს, მოსახლოება ვერ ყიდის. მათ პროტესტის ნიშნად კიტრი გზაზე დაყარეს.
“მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვწყვია. რა გავაკეთოთ?!”- ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სახლში 5 ტონა კიტრი აქვს, რომელსაც ვერ ყიდის:
“ოთხი დღეა კიტრი სახლში მაქვს. მისი გაყიდვა მინდა. მერიაში გვეუბნებიან, რომ მანქანა მოვა, თუმცა ჯერ არაფერი არ მოსულა.”
კომენტარები