ფოტო – ტვ პირველი
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდაჭერები რუსთაველის გამზირისკენ უკვე დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მარშით მიემართებიან სტუდენტებიც. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი საპროტესტო აქცია ორგანიზაცია “ჩემი ხმის” მიერ არის დაანონსებული. ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს იმ დარღევევების შესახებ მოუყვებიან, რომელიც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს. მათი თქმით, აქვთ დარღვევების ვიდეომტკიცებულებებიც.
კომენტარები