აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ამბობს:
“2019 წელსა და დღევანდელობას შორის განსხვავებაა. ახლა რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინა ამ გაუმართლებელი და სასტიკი ომით, რომლის მიზანია უკრაინის ტერიტორიების მიტაცება და უკრაინის თვითმყოფადობის გაუქმება. საქართველო ახლა არ არის დამოკიდებული რუსეთის ტურიზმსა და ბიზნესზე, როგორც ადრე იყო. ამიტომ საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, რადგან ეს მოსკოვს ხელში აძლევს სახიფათო ბერკეტს და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ბერკეტი მას არაერთხელ გამოუყენებია სხვა ქვეყნებში. საქართველო აღარ უნდა ჩავარდეს ამ ხაფანგში.”
კომენტარები