პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ ბაიდენმა მთავარი ფრონტის ხაზი გლობალურ დაპირისპირებაში, გაატარა დემოკრატიული და ავტოკრატიული სისტემების გავრცელების კონფლიქტზე.
ანუ, მან თქვა, რომ მთავარი ომი მიდის არა ტერიტორიებისთვის, არა ეკონომიკური დომინირებისთვის, არამედ ფასეულობათა უნივერსალური სისტემის დამკვიდრებისთვის.
ვფიქრობ საქართველო ამ ომის კარგი დემო-ვერსიაა, სადაც ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია წარმატებული მაგალითის ჩვენება.”
კომენტარები