ევროპარლამენტის წევრმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ფორმულასთან ინტერვიუში, განაცხადა:
“ეს კანონი დეოლიგარქიზაციაზეა და თუ ის არ იმუშავებს რატომ უნდა წარადგინონ პარლამენტში? ვინ უნდა დაარწმუნონ ან როგორ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი? ამას კითხვაც არ უნდა – დიახ, ის ოლიგარქია, მდიდარი და გავლენიანიც, საკუთარი პარტია უმაგრებს ზურგს. ის ნიშნავს წამყვან პოლიტიკოსებს საქართველოში. საქართველოს სჭირდება ეს კანონი, ქართველ საზოგადოებას და პოლიტიკას. ოლიგარქის გავლენის ქვეშ ყოფნა ნიშნავს, რომ არსებობს ეროვნული ინტერესები და კონკრეტული ჯგუფის ინტერესები, რომელიც ამ ეროვნულ ინტერესებს ფარავს. მმართველმა პარტიამ უნდა აირჩიოს – საქართველო ან ივანიშვილი. მე ვაღიარებ, რომ ჩვენთვის პირველი საქართველოა. თუ გაგრძელდება უცნაური განცხადებები და ბრალდებები ქართული ოცნების მხრიდან, არ გამოვრიცხავ სანქციების შესაძლებლობას.”
კომენტარები