აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ადგურ არძინბა საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგია, მან ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, როგორი ძლიერი მხარდაჭერა აქვს ჩვენს მტერს. ისინი დღედაღამ აძლიერებენ თავიანთ ჯარს. საქართველოსთან არანაირი დიალოგი არ უნდა იყოს. ის ჩვენი მტერია. ამაზე ფიქრიც დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის საკითხები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. ვისთან უნდა გვქონდეს დიალოგი? იმ ადამიანებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე სწავლებებს გადიან და წარმოუდგენიათ, თუ როგორ გადმოსხდებიან სოხუმში? აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა, ისაუბრონ იმ ზარალზე, რაც ჩვენს ეკონომიკას მიაყენეს. შემდეგ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა არძინბამ.
აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.
კომენტარები