ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა. – „ევროკავშირის მიერ შეთავაზებული თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია”.
„ჩვენ ეს კონფერენცია პირველად გვაქვს 2019 წლის შემდეგ, ეს არის უნიკალური კონფერენცია და წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა გვსურს. საქართველოსთვის ეს სიტუაცია უცხო არ არის, მან ეს 2008 წელს გამოიარა.
რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, მეორე. საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს.
არ მინდა შინაურ საქმეში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პრესის თავისუფლების პატივისცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს ამას ვიხილავთ“, – აცხადებს დევიდ კრამერი.
კომენტარები