ფოტო – OC MEDIA
„საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის“, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყნაა.
ორგანიზაციამ კვლევა 33 ქვეყანაში ჩაატარა. საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ „ორ ზრდასრულ, ერთსა და იმავე სქესის ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის არასწორია.“ ამ მაჩვენებლით, საქართველო სიის სათავეშია და მას 80%-ით თან მოსდევს თურქეთი, 78%-ით ფილიპინები და 69%-ით რუსეთი. გამოკითხვა არ ჩატარებულა საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ანალიზი აჩვენებს, რომ მონაცემები განსხვავდება გამოკითხულთა ასაკისა და სქესის მიხედვით. ჰომოფობიური განწყობები უფრო ნაკლებია ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანებში. ამასთან, ირკვევა, რომ ქალები უფრო ჰომოფობიურად არიან განწყობილნი, ვიდრე მამაკაცები. ამ მხრივ გამონაკლისია 35-54 ასაკობრივი ჯგუფი – ამ ასაკის ქალები და მამაკაცები, გამოკითხვის მიხედვით, თანაბრად ჰომოფობიური განწყობების არიან.
რელიგიური ნიშნით მოცემული სიის სათავეში ისლამია, რადგან გამოკითვაში მონაწილე თურქეთის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი.
კვლევის შესახებ, „კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრის“, CRRC-ის მკვლევრების მიერ, „OC MEDIA”-თვის მომზადებულ სტატიაშია საუბარი.
კომენტარები