საქართველო იტალიასთან ავია–მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
“იტალიასთან ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
იტალიაში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 150–ზე მეტი ადამიანი.
აქცენტნიუსი
კომენტარები