ისანში მოკლული ინდოეთის მოქალაქეის სიმამრი მკვლელობის დეტალებზე საუბრობე და როგორც იგი ამბობს, ეს მეზობლებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
„ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100 ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ მოვიდნენ. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა. დღეს კი მოკლა. ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით სად უნდა წავიდეთ. გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით, როდესაც მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ მას ესროლა. პაკისტანიდან ვართ, მაგრამ საუდის არაბეთიდან ინვესიტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ“, – განაცხადა გარდაცვლილის სიმამრმა.
შემთხვევა დღეს მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი, ინდოეთის მოქალაქის სიკვდილით დასრულდა. მას ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, რამაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დაკავებულია.
კომენტარები