ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ „პლაქვენილს“დროებით აღარ გამოიყენებენ.
“ვინაიდან საქართველო მონაწილეა კვლევის და იგივე დიზაინით უნდა ვიმუშაოთ, რითაც მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩვენ დროებით შევაჩერეთ „პლაქვენილის“ გამოყენება, დროებით, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დადებს საბოლოო დასკვნას”
ინტერპრესნიუსი
კომენტარები