საქართველოს მთავრობა ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC) დახმარებისთვის მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას on.ge-ავრცელებს.
თხოვნის დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე. მასში აღწერილია მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსთან ბრძოლაში.
ასევე, გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის სია:
საველე ბანაკი — 100;
სამედიცინო ბანაკი — 100;
საველე სასადილო — 100;
საწოლი — 2 500;
პირსაბანი — 100;
გენერატორი — 100;
გამათბობელი — 600;
ცეცხლმაქრი — 300;
მაცივარი შუშის კარით — 100;
ელექტროჩაიდანი — 200;
თერმომეტრი — 200;
სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი — 500;
ელექტროთერმომეტრი — 200;
ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი — 200;
გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები — 1200;
ამკრძალავი ნიშანი — 200;
ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი — 200;
პროექტორი (150-ვოლტიანი) — 400;
მეგაფონი — 100;
მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) — 100;
სამედიცინო პირბადე — 7 500;
ხელთათმანები — 7 500;
დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:
ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი — 20 500;
რესპირატორი — 26 000;
დამცავი ნიღაბი — 190 000;
სადეზინფექციო შხაპის კარავი — 4;
წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 — 4;
ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის — 1000;
გასაბერი კარავი გათბობის სისტემით — 40;
ინფრაწითელი თერმომეტრი — 290;
დამცავი ხელთათმანი — 23 000;
სადეზინფექციო საშუალება — 500 ლიტრი;
სათვალე/სახის დამცავი ფარი — 2 000;
ელექტროსპრეი — 50.
კომენტარები