ფქვილის იმპორტიორი, შპს ,,მარგის“ დირექტორი ნუგზარ ღონიაშვილი გამოცემა “კომერსანტთან” ამბობს:
,,ბოლო 1 თვეა, ფქვილის იმპორტს რუბლში ვახორციელებთ. ასეთი რამ პირველად ხდება, გასაგები მიზეზის გამო დღეს რუბლის ოპერაციები დიდ დისკომფორტს უკავშირდება. მაქსიმალურად ვართ შეზღუდული, 10%-ს გვაჭრის ბანკი კონვერტაციისას, ინკასაციის საკომისიო აქამდე 3%-ს არ აღემატებოდა. არც ასეთი მაღალო საკომისიო ყოფილა ოდესმე. ყოველმხრივ რთულ სიტუაციაში გვიწევს საქმიანობა. დოლარზე ვაჭრობა არის მარტივი და კომფორტული, კონკურენცია ყველაფერს ალაგებს, რუბლი ამის საშუალებას არ იძლევა. წამგებიან მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ომიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, როგორც კი სანქციები ფართომასშტაბიანი გახდა, რუსულმა მხარემ დაიწყო საუბარი რუბლში გადახდაზე, ახლა უკვე მასობრივად ამ ვალუტაში მიდის ვაჭრობა“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მინისტრმა ბრძანა:
“დღეისთვის არ არის აკრძალული რუსული ხორბლის ექსპორტი საქართველოში. ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა დღეისათვის, თუ არ იქნება რუსული ხორბალი.
პერიოდულად ჩვენ ვიღებთ ამერიკულ ხორბალს, ასევე არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა.”
კომენტარები