საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს მიმართვას, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირდებით:
რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო სიტუაცია, მაგრამ საქართველოს სისტემა უკეთესადაა მომზადებული ამ ეპიდემიიისთვის, ვიდრე რეგიონის ქვეყნების უმეტესობა.
თავის დროზე ავაშენეთ 140-ზე მეტი კლინიკა, საქართველოში არის 2 000 ხელოვნური სუნთქვის და ფილტვების ვენტილაციის აპარატი, საქართველოში არის ჩემი მეგობრის, ლუგარის მიერ აშენებული ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია.
რაც მთავარია საქართველოში არიან პროფესიონალი, თავდადებული ექიმები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის გადასარჩენად.
საქართველო შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ხვდება ეპიდემიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არის საფრთხე, შეიძლება საქართელოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდეს. ყველა ჩვენგანმა გამოიჩინოს თანადგომა და სოლიდარობა. ვენდოთ ჩვენს ექიმებს და გამოვიჩინოთ ინიციატივა ერთმანეთის დასახმარებლად.
დიდი აღტაცებით ვუყურებ ახალგაზრდები როგორ ეხმარებია საზოგადოების დაუცველ წევრებს და დიდი მადლობა მათ.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ უკვე დაარიგა მრავალი ათასი ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი, ახლაც გვაქვს მარაგი ათასობით და საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა, გამოაგზავნეთ წარმომადგენელი, მოგცემთ და თქვენც დაარიგეთ.
წინ იქნება მეორე ტალღა – ეკონომიკური გაჭირვებისა.
ხალხს ეუბნებიან რომ დარჩნენ სახლში და ხალხი გამოდიოდა ქუჩაში ლუკმა-პურის საშოვნელად, ახლა რჩებიან ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე. ეს ხალხი ახლა არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და საზრუნავი.
2008 წელს იყო მძიმე კრიზისი, მაგრამ საქართველომ შეინარჩუნა ლარის სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კრიზისს დაემატა რუსეთის აგრესია. მაგრამ როცა ორგანიზებული ხარ, შეიძლება სასწაულები გააკეთო და შენს ხალხს შეუმსუბუქო ყოფა.
ყველაფერი გამოგვივა, ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი.
კომენტარები