აბსოლუტურად არ არის ჩემთვის საინტერესო დევიდ ბრაუნის (დავით არახამია – რედ.) განცხადებები, რომლის მშობლიური ენა არის რუსული და დაკავებულია უკრაინული პოლიტიკით, – ამის შესახებ რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ძალიან დიდ უცნაურობასთან გვაქვს საქმე და მგონი ყველა იგრძნობს ამას. ადამიანი, რომელიც დღეს დაკავებულია ყველაზე დიდ მონსტრთან მოლაპარაკებებით რომ უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი და რუსეთი გავიდეს ქვეყნიდან, იცლის ამისთვის თუ რას აკეთებს საქართველო და ინტენსიურ განცხადებებს აკეთებდეს ამაზე. ჩემთვის ეს პროექტის ნაწილის ნიშნებია. მე მგონია, რომ საქართველო-უკრაინის ომი რუსეთთან რომ არ განხორციელდა, ეს ძალიან უშლის ხელს ბატონ არახამიას. საქართველოს პოზიცია დღეს არის ყველაზე სწორი იმიტომ, რომ არ შეიძლება 150 მილიონიან აგრესორ ქვეყანასთან ომზე, როდესაც ხარ 2.5 მილიონი“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.
კომენტარები