ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე წერს , რომ მაკრონის განცხადება არის ძალიან ცუდი გზავნილი ქვეყნისთვის.
“მაკრონის განცხადება არის ძალიან ცუდი გზავნილი ქვეყნისთვის.
ყველა ძალა, მონდომება და ნებისმიერი ადამიანის გამოცდილების გაზიარებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო ტრიოში გეოპოლიტიკურად დაბრუნდეს.
ოპოზიციაში ერთმანეთის დამუნათება ვინ რომელ აქციაზე მიდის კი არ უნდა იყოს – ყველა ერთად ელჩებს უნდა ველაპარაკებოდეთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაა. რომ არ გაგვხლიჩონ ტრიოსგან.
პრეზიდენტი უნდა უკავშირდებოდეს პრეზიდენტ მაკრონს, არ არის აუცილებელი მთავრობის თანხმობა ვიზიტზე.
საქართველო უნდა დავაბრუნოთ ევროპაში. ეს ხელისუფლება კი უნდა შეიცვალოს.”
კომენტარები