ზემო ნიქოზიდან გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს ოკუპანტებმა 5 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.
მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს.” – წერს სუს–ის, თუმცა, ამჯერადაც, არ აკონკრეტებს რა მექანიზმებზე და ბერკეტებზეა საუბარი.
კომენტარები