აშშ – ში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი :
“ძნელია უკვე ჩაბეტონებულის ამოძირკვა
გინდაც ეს იყოს მოსაზრება, კლიშე…
,,საქართველოდან პროფესიონალები გარბიან,,
აბსოლუტურად მცდარად ჩაბეტონებული კლიშეა.
საქართველოდან გარბიან, რომ დასავლეთში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალად.
როცა გასული საუკუნის შუა 90იან წლებში, აი მხედრიონის ,,გუგუნს,, რომ შევარდნაძის სანათესაოს გუგუგუნი შეეხმიანა,
საქართველო დავტოვე
კონკრეტული მიზეზი კი ალბათ ,,საპონჩიკე,, იყო, კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატორმა ინსტიტუტში საპონჩიკეს გახსნის მერე და ერთადერთი მართლაც და ტექნიკურ პროფესიულად მაღალხარისხოვანი სამედიცინო აპარატის თურქეთში გაყიდვის მერე ვერ დავინახე ჩემი სამედიცინო დახელოვნების პერსპექტივა.
ვინაა ამ ყველაფერში ,,დამნაშავე,,?
ყოველთვის სახრეს დაბალ ღობეზე ხომ არ ვამტვრევთ?
,,სვარჩიკებს,, ხომ არ ვიჭერთ მერიის ხარისხის მენეჯმენტის არარსებული სამსახურის უფროსის მაგივრად?
პრობლემაა ის, რომ
,,სვარჩიკიც,, და ,,პრარაბიც,, ისევეა პასუხისმგებელი, როგორც მერია და ქალაქის მერი, რომელმაც უსაფრთხოების სისტემა არ შექმნა.
ასევეა მედიცინაშიც
არის სისტემური დანაშაული და ეს მარტივად ჩამოსათვლელია ერთმანეთში ბიზნესინტერესული აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტის, სამედიცინო დაზრევის ფირმების, სააფთიაქო და საავადმყოფო სისტემების და პირადად ექიმის მხრიდან.
არც თუ იშვიათად, ერთი და იგივე პიროვნება, ექიმის ხალათშია ამ ყველაფრის თანამოწილე და ,,კრიშა,, მაღალი სახელმწიფო მოხელეა, ან სულაც, სახელმწიფოს მიერ კონტროლზე უარის თქმა.
და ამ ყველაფერის სათავე კი არის საქართველოში უკვე ალბათ 600 წელზე მეტია არსებული და საბჭოურ სკოლებშიც კი განსაკუთრებული გამორჩეულობისათვის პროპაგირებული
,,პატრონყმობის სისტემა,,
პატრონყმობის სიტუაცია და მდგომარეობა განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს, საქართველოში ექიმის დახელოვნების გზას და კლინიკაში ექიმის პროფესიულ არსებობას ეხება.
საბჭოეთი და მერე ყველა ტიპის ქართული სახელმწიფო ,,პატრონყმურ,, საფუძვლებზე იყო აგებული,
მიუხედავად ეროვნული თუ პუტჩისტური თუ ვარდების თუ ბიძინიზმის მეტამორფოზებისა.
გყავს პატრონი?
ხარ არა ,,ვირაცა,, არამედ ,,რაღაცა,, და ესეც რაღაცაა.
თავისუფალი კიარ ხარ, თუ პატრონი გყავს, ხარ კლინიკის შეფის ,,საყვარელი,, ყმა
სამედიცინო ინსტიტის შემდგომი წლები, ხშირად ათი თუ თხუმეტი წელიც კი ემსახურება პატრონყმური წყობის განმტკიცებას.
ამ პერიოდში ე.წ. რეზიდენტურის ექიმი სრულიად უუფლებოა, არაფერია და
თუ კარგი ინფლუენცერია და ენა უჭრის, შეიძლება რომელიმე ტელევიზიის ფეიკ სამედიცინო შოუს წამყვანი გახდეს….
იქნება და კარგი სპეციალისტიც კი გახდეს, თუკი ამ პატრონყმური სისტემის მარწუხებს გაუძლო, პატრონი ყავს და მერე თავად გახდა პატრონი…
მაგრამ
ამ სისტემაში ვერასოდეს ჩამოყალიბდები ექიმად,
ანუ იმ პროფესიონალად, რომელსაც მხედველობის ფოკუსში უნდა ჰყვდეს ინდივიდუალური პაციენტი და მან უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა პაციენტის გამოჯანმრთელების მთელ გზაზე.
აი ასეთი ექიმები იშვიათი კიარა, აღარ არაიან საქართველოში, რამეთუ ისინი პატრონყმურმა სისტემამ ან მოინელა და ან გაექცნენ ამ სისტემას.
მარტივად რომ გითხრათ მაგალითი და არ აღელდეთ, ვაიმე, აბა საქართველოში ექიმი არ გვყოლიაო???
ამიტომაც მინდა ავხსნა
სამედიცინო სფეროს მარალპროფესიონალი და თან ექიმი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს პაციენტის გამოჯანმრთელებაზე, საქართველოში უბრალოდ და სისტემური მიზეზის გამო ვერ იქნება
და ან თუა ასეთი ვინმე
იმ საკუთარი პასუხისმგებლობის გამო ვერასოდეს გახდება თავად ,,პატრონი,,
ვერ გახდება, იმიტომ რომ სხვა ,,პატრონებთან,, მუდმივი ჩხუბი და დავა მოუწევს.
ექიმი ქირურგის საქმე მხოლოდ ის კიარაა, რომ მაღალპროფესიულად ოპერაცია ჩაატაროს,
არამედ ისიც და უფრო მეტად ისიც,
რომ თავად გადაამოწმოს და გააკონტროლოს, თუ რა მდგომარეობაში ანესთეზიური სისტემა კლინიკაში,
რა მდგომარეობაშია დამხმარე პერსონალის კვალიფიკაცია,
რა მდგომარეობაშია კლინიკის აპარატურისა და პოსტოპერაციული მოვლის სიტუაცია, უპირველესად ჰიგიენურად….
და რა მდგომარეობაშია პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო ფიზიოთერაპიული მედიცინა.
ამ ზემოხსენებულ ყველა პუნქტში სრული თვითდაჯერებულობის გარეშე უკვე ქირურგმა, მაღალპროფესიონალმაც და მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ქირურგმაც კი უნდა იცოდეს, და ეს დარწმუნებით იცის, რომ
იდეალურად ჩატარებული ოპერაციის დაახლოებით ერთი მესამედი მაინც მოგცემს გართულებას და პაციენტის ხანგრძლივ დაზარალებამდე მიგიყვანს, სიკვდილამდეც კი.
ეს მარტო ქირურგებს კიარ ეხებათ.
გულის თუ ფილტვების სპეციალისტებს, ინფექციოლოგებს, ენდოკრინოლოგებს და თითქმის ყველა დარგის სპეციალისტებს.
გამონაკლისად შეგვიძლია უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი ჩავთვალოთ, რომელსაც თავად შეუძლია პაციენტის მრავალმხრივი კონსულტაცია და დაკვალიანება, ასე თუ ისე არაა პიროვნულად პატრონყმურ სიტუაციაში და მხოლოდ და მხოლოდ, უსახსრობის, სახელმწიფოსა თუ დაზღვევის მიერ პაციენტისათვის მიზერული თანხის გამოყოფის პრობლემა აქვს.
სხვა შემთხვევაში კი,
ექიმის პროფესიონალიზმი იმდენად არა, მაგრამ, პაციენტის პროფესიული მკურნალობა მის ყველა ეტაპზე და პაციენტის მოვლა გახლავთ კომპლექსური სამედიცინო ინფრასტრქტურული პრობლემა.
ექიმი კონკრეტულად და მედიასივრცე უბრალოდ ვალდებულია ამხილოს ეს ინფრასტრუქტურული პრობლემა რაც ხელს უშლის ადამიანის მკურნალობას და გამოჯანმრთელებას.
აბსოლუტურად მიუღებელია რომ ამოეფარო საკუთარ ტიტულს.
,,მე ჩემი საქმე გავაკეთე და სხვაზე სხვამ იზრუნოსო,,
,,მე ჩემი პროფესიის გაიტლაინი წერტილ მძიმეს არგამოტოვებით შევასრულე და სხვაზე სხვამ იზრუნოსო,, ასე არ ხდება პაციენტის მოვლა
ყველა სტატისტიკა, რომელსაც მოვიშველიებთ
მაგალითად,
,,არსწორი მკურნალობით გერმანიაში და ამერიკაში ამდენი ასიათასი იღუპებაო,,
აი ეს იძენს დემგაოგიის ელფერს,
რამეთუ
პირველყოვლისა, იმ სტატისტიკაში არასწორი ჩარევა მხოლოდ კიარა, არამედ გამოწერილი მედიკამენტების ინტერაქციაცაა ნაგულისხმევი.
თუ ამ სტატისტიკურ ,,დასუფთავებას,, ჩავატარებთ, მაგალიტად გერმანიაში 2019 წლის ამგვარი სტატისტიკით 88 ადამიანი გარდაიცვალა და თუ ახლა ასაკობრივ სტატისტიკურ დიფერენცირებას გავაკეთებთ, სულ სხვა სურათს მივიღებთ მაგალითად ბავშვებზე,
იშვიათი გამონაკლისია
აი ისეთი, როგორსაც უკვე 21 წელია იმეორებენ ხოლმე
,,ჰოპკინსის კლინიკასაც დაეღუპა ბავშვი დეჰიდრატაციით 2001 წელსო,,
იმ ამერიკულმა კლინიკამ ამ ერთი შემთხვევით ბევრი ისწავლა, ბევრი რამ შეცვალა სამედიცინო სტრუქტურების კომუნიკაციაში.
ასე რომ,
აბსოლუტურად არაა მისაღები,
რომ
პაციენტს სახსრის პროტეზის ოპერაცია რამდენჯერმე უკეთდება, იმიტომ რომ არაა სასურველი ჰიგიენა და პოსტოპერაციული ფიზიოთერაპია…
ბავშვებს ,,80%იანი,, დიაგნოზით თუ საერთოდ უდიაგნოზოდ მძიმე და ამასთან ძვირადღირებული ქიმიოთერაპიები უკეთდებათ და მერე რომ ბიუჯეტი ამოიწურება, ეგრევე თურქეთში თუ საფრაგეთში ან იატალიაში გადაამისამართებენ
აქ უკვე ექიმზე და მის ადამიანობაზეა საუბარი.
სამწუხაროა რომ ყველა ადრინდელი შემთხვევა, განსაკუთრებით კი იაშვილის კლინიკასთან მიმართებაში უკვე წლებია მედიებისათვის მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო საინტერესო და მერე მორჩა…
ამიტომაც მხოლოდ ერთეულები იღებენ ხმას..
კარგად მახსოვს ბავშვი, რომელიც თვეობით იწვა კლინიკაში, კარგად ჩატარებული ოპერაციის მერე პალატის საშინელმა ჰიგიენამ და ბევრმა არასწორმა ჩარევამ თუ არ ჩარევამ როგორ გააჩანაგა ბავშვის სიცოცხლე.
არასოდეს დამავიწყდება ის თავდახრილი ახალგაზრდა მამა, რომელიც ამბობდა, ბოლომდე ვიბრძოლებო…
ვერ იბრძოლა, იმიტომ რომ არ ყავდა თანამებრძოლი და არ ყავდა ,,პატრონი,,
ახლაც, ამ შემთხვევაშიც თან დიდი მედიალური წარმოჩენით დაიხურა კლინიკა და იგივე მედიალურად ვრცელდება ბავშვის დედის ისე სხვათასორის და დაუკვირვებლად ნათქვამი ,,ამერიკული ვირუსი იყოო,,
აი ამ მხრივ დახატავენ მომავალში სიტუაციას, რომ ნაკლები დამაჯერებლობა ჰქონდეს მოპროტესტე მშობლის სიტყვას.
ეს ჟურანილსტის მოვალებაა ახსანას, რომ
ანესთეზიური და მართვის სუნთქვის აპარატურაა ამერიკელების ნაჩუქარი და იმას უნდა მოვლა, უნდა ჰიგიენა, თუარა
ის კლებსიელა ამერიკიდან კიარ ,,შეჰყრია,, აპარატს, არამედ აქ და კლინიკაში, ჰიგიენის სტანდარტების და კონტროლის მენეჯმენტის არარსებობის გამო.
გასაკეთებელი ძალიან ბევრია,
განსაკუთრებით კი სათქმელია ძალიან ბევრი და არასწორია ფსევდო კოლეგიალობას ამოვეფაროთ.
ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი შვილი თუ შვილიშვილი შეიძლება აღმოჩნდეს ამ საშინელ სიტუაციაში.”
კომენტარები