ყოფილი ძალოვანის, მეგის ქარდავას გვერდზე, სოციალურ ქსელში, კიდევ ერთი წერილი ვრცელდება სამ ენაზე. წერილზე მონიშნულები არიან ამერიკის, პოლონეთის, უკრაინის საელჩოები, დმიტრო კულება და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო:
“საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის სქემა ასეთია:
“ტვირთის” დანიშნულება არ არის საქართველო, რადგან საქართველოში საბაჟოზე ტვირთების ბრუნვა ელექტრონული აღრიცხვიანობით ხდება და შეუძლებელია “ტვირთის” გაქრობა ან დანიშნულების ადგილის ( საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ) დამალვა.
ამიტომ “ტვირთი” საქართველოში შემოდის ტრანზიტული დანიშნულებით, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთი. ამ დანიშნულებით გამოდის ეს ტვირთი საბაჟო ტერმინალიდან (სათანადო დოკუმენტაციით) დალუქული კონტეინერით.
გზაში ხდება კონტეინერის გახსნა, “ტვირთის” დაცლა, შესაბამისი წონადობის “ჯართით” კონტეინერის დატვირთვა და ხელახლა იგივე ლუქით დალუქვა. ამის შემდეგ “ჯართით” დატვირთული და დალუქული კონტეინერი ყოველგვარი “წესების დაცვით” კვეთს საქართველო-სომხეთის საზღვარს, ხოლო “ტვირთი” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით კონტრაბანდულად შედის რუსეთში.
The scheme of smuggling goods from Georgia to Russia is as follows:
The destination of the “cargo” is not Georgia, because the customs turnover of goods in Georgia is done through electronic accounting and it is impossible for the “cargo” to disappear or hide at the destination (in the territory controlled by Georgia).
That is why “cargo” enters Georgia with a transit destination, the final destination of which is Armenia. For this purpose, this cargo comes out of the customs terminal (with proper documentation) in a sealed container. On the way, the container is opened, the “cargo” is emptied, the container is loaded with “scrap” of appropriate weight and re-sealed with the same seal. After that, the container loaded and sealed with “scrap” crosses the Georgian-Armenian border with every “compliance with rules “, and the “cargo” enters Russia smuggled through the occupied territories of Georgia.
Схема контрабанды товаров из Грузии в Россию выглядит следующим образом:
Место назначения «груза» не Грузия, потому что таможенный оборот товаров в Грузии осуществляется посредством электронного учета и «груз» не может исчезнуть или спрятать местo назначения (на территории, контролируемой Грузией).
Именно поэтому «груз» попадает в Грузию транзитом, конечным пунктом которого является Армения. Для этого данный груз выходит из таможенного терминала (с соответствующей документацией) в опломбированной таре. В пути контейнер вскрывается, «груз» опорожняется, контейнер загружается «ломом» соответствующего веса и вновь опломбируется той же пломбой. После этого загруженный и опечатанный «ломом» контейнер пересекает грузино-армянскую границу со всеми «соблюдениями правил», и «груз» контрабандным путём попадает в Россию через оккупированные территории Грузии.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო European Union in Georgia US Embassy Tbilisi, Georgia
Dmytro Kuleba
US Embassy აშშ-ს საელჩო Служба безпеки України Головне управління розвідки Міністерства оборони України
Polish Embassy Tbilisi Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში
Посольство України в Грузії / უკრაინის საელჩო საქართველოში”
“ალია” შეგახსენებთ, მეგის ქარდავა, ამ წუთებში, საქართველოს ციხეში იმყოფება. მისი ეს განცხადება წუხელ საღამოს გავრცელდა, თუმცა, ამ დრომდე, მის ამ განცხადებას არავინ გამოხმაურებია. თუ რომელიმე ოფიციალური უწყება მეგის ქარდავას განცხადებას გამოეხმაურება, “ალია” გაახლებს ინფორმაციას.
კომენტარები