გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
„საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ბევრი ღია და ფარული მიზეზი აქვს.
ღია მიზეზებზე ზელისნკიმ ღიად ისაუბრა, ყველასათვის გასაგებად.
უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს მარტო. ვერ მოიგებს იმ ქვეყნის ულტრააქტიური დახმარების გარეშე, რომელიც ზუსტად იყო უკრაინის სიტუაციაში.
არც სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და გინდაც სულ ბოლოს ყაზახეთი არ ყოფილა იმ სიტუაციაში, რაშიც იყო საქართველო 2008 წელს და დღეს უკრაინაა.
საქართველოს ქალაქები დაიბომბა და პორტებში რუსი შევიდა, საქართველოს ყველა დიდი სამხედრო ობიექტი განადგურდა, მასიური სახე მიიღო მაშინ საქართველოში ღალატმა და პრორუსულობამაც, რომელიც ხშირად იყო გახვეული ,,მშვიდობა გვინდა,, და ,,ომი არ გვინდა,, და ,,ამ რუს ჯარისკაცებს, უწვერულვაშო ბიჭებს რას ვერჩითო,, აი ამ მანტიაში
ეს იცის ზელენსკიმ.
იქნებ მეტიც იცის იმ ადამიანისაგან, ვისაც აბსოლუტურ სასოწარკვეთაში საკუთარ ჰალსტუხის ღეჭვა მოუწია – მოუწია გაოგნებულს რათქმაუნდა უცხოეთის საწყისი უმოქმედობის გამო და ალბათ კიდევ უფრო იმიტომ იყო გაოგნებული, რომ არაფრით მოელოდა საქართველოს ფართო მოსახლეობის იმ რეაქციას, რაც დაინახა.
და რა დავინახეთ?
დავინახეთ ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუწოდა კონსლიდირებისა და სახელმწიფოს დაცვისათვის და უმრავლესობამ, დიახ უმრავლესობამ გაიკვირვა – რუსს ვებრძოლთო?
აი ეს იცის ზელენსკიმ და სწორედ ამ სიტუაციის ეშინია უკრაინაში.
ამიტომაც ეგონა, რომ ქართული ხელისუფლება გაცილებით მეტს გააკეთებდა უკრაინის მხარდასაჭერად.
დღეს უკრაინა ევროაერთიანებაში მისაღებ კარიბჭეზეა და აბსოლუტურად მოელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იქნებოდა ამ პროცესების თანამონაწილე.
დაფარული მიზეზები კი ჩემი აზრით ისაა რომ,
ქვეყანა რომელიც აბსოლუტურად იდენტურ ომში იყო რუსეთთან არაადამიანურ და მწვალებლურ პატიმრობაში ამყოფებს საქართველოს იმ ერთადერთ მეთაურს, რომელმაც გაბედა და რუსეთს არ დაემონა, რუსის ჯარს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია.
თანაც, ეს პიროვნება დღეს უკრაინის მოქალაქეა და ოფიციალურად უკრაინის ინოვაციის და გარდაქმნების ოფიციალურ და პრეზიდენტ ზელენსკის საპრეზიდენტო აპარატთან არსებულ სტრუქტურას ხელმძღვანელობს – ეს ოფიციალური პოსტი არც გაუქმებია ზელენსკის და არც არავის ,,მოუხსენია,, სააკაშვილი.
ერთი ადამიანის სიმბოლურად ციხიდან გამოშვებასაც კი რომ არ აკეთებს, ნორმალურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზეც კი რომ უარს ეუბნება საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში უკრაინას, აი ამის მერე ეს ხელისუფლება არაა პუტინის სრული მონა?
მადლობა ზელენსკის, რომ მიუხედავად უკრაინის მხარდასაჭერი ტაშფანდურისა, გვითხრა ბევრი არა,
მაგრამ, გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო.
ახლა მიდით და ეჩმორავეთ ერთმანეთს, რომ არა, მაგიტო არ გაუწვევია ელჩიო.
ტაშფანდურით და ხაჭაპურის ცხობით იქნება და ოკუპანტის გული მოიგო, თუ ვასალობას დაჰპირდები.
მეგობრობაში კი ფასეულობა ფასობს მხოლოდ და მხოლოდ.
საქართველოს არამარტო ხელისუფლებამ, არამედ მთლიანად პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა სპექტრმა, ცნობადმა პოლიტიკურმა სახეებმა და ცნობადმა მედიასივრცეებმა ფასეულობაზე უარი თქვეს და ეს იმ ურცხვი ვითომ მოტივით რომ
,,უკრაინის ომი პოლიტიკურად არ უნდა გამოვიყენოთო,,
აბა ომი სხვა რაა, თუარა პოლიტიკური სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, ეს რომ ვინმეს არ ესმოდეს და ასე უვიცი იყოს – ნამდვილად ვერ დავიჯერებ.
უკრაინას სურს რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, არ იყოს უსაფუძვლოდ დაღვრილი სისხლი და ყველამ მაქსიმალურად გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკურად და პირადულადაც.
ამას თუ ვინმე ვერ ხვდება, არაა იმისი საშველი.“
კომენტარები