აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ მთავარი არხის ეთერში კითხვას, არის თუ არა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნები, ასე უპასუხა:
„ვადამდელი ნიშნავს, რომ ჩატარდება იმაზე ადრე ვიდრე დაგეგმილია, რიგგარეშე კი ნიშნავს – მაგალითად ერთ თვეში. სწორედ ამაზე უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ დრო იყოს მისაღები მხარეებისთვის… არჩევნებია საჭიროა და არაა აუცილებელი, დახასიათება როგორი იქნება ის. ამასთან, მნიშვნელოვანია დრო თუ როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები…
უნდა არსებობდეს მოლაპარაკების შედეგად იმდაგვარი შეთანხმება, რომელიც გარანტიას მისცეს ოპოზიციას, რომ ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, რაც ნიშნავს რომ პროცესები უნდა იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და არა მანიპულირებული; ამიტომ, დღესაც ასე ვფიქრობ, როგორც ცოტა ხნის წინ, რომ ნამდვილად, საქართველოს დემოკრატიისთვის უდიდესი შავი ლაქა იყო მთავარი ოპოზიცური ლიდერის დაკავება და მათ ოფისზე მიტანილი შტურმი.
აშშ მზად არის რომ დაეხმაროს რეფორმების განხორციელებაში საქართველოს. საქართველოში უნდა არსებობდეს წესიერი მართლმსაჯულება, იმისთვის რომ ნორმალური ქვეყანა იყოს
ჯერი საქართველოზეა, რომ მიიქციოს ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღება, რომელიც ახლა ძალიან დაკავებულია“
კომენტარები