სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,საქართველოს აღარ ყავს ტანკები, არტილერია, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია – შეიარაღებაზე არსებული საბრძოლო სისტემები საბჭოთა ანალოგებია და რუსეთის და უკრაინის გარდა საბრძოლო მასალებს ვერსად შეიძენ. უკრაინა თავის მოთხოვნებს ძლივს აკმაყოფილებს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის იმედად დარჩა. თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ორი წელი ჰქონდათ გამოსავალის მოსაძებნათ. რატომ დუმს თავდაცვის მინისტრი? როგორ ვაპირებთ მშვიდობის უზრუნველყოფას? ომი და ბრძოლა იქეთ იყოს და ძირითად ამოცანას, მტრის შეკავებას, თეორიულადაც ვერ ართმევს თავს ჩვენი თავდაცვის სისტემა. როგორ ინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს პოლიტიკოსი, რომელმაც თავდაცვის სისტემა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა? რატომ არავინ აყენებს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს?
ძირითად კითხვას გავიმეორებ, საბრძოლო მასალების გარეშე დარჩენილი თავდაცვის ძალები როგორ მოახერხებს მის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას? ვინ აგებს საქართველოს თავდაცვის ძალების განიარაღებაზე პასუხს?”
კომენტარები