საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ მან ააშენოს დემოკრატია, რაც ქართველ ხალხს სურს. ჩვენი ყველანაირი დახმარება, თითოეული დოლარი, რაც აშშ-ის გამოუყვია საქართველოსთვის, ეს არის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თავდაცვისა და საზღვრების დაცვისთვის. ეს არის ის, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება. საქართველომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და სწორედ ამიტომ, ბევრი აღტაცებულია საქართველოთი, თუმცა ვიცით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს. ამერიკა დგას საქართველოს გვერდით, რომ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა, გავაგრძელოთ ეკონომიკის გაძლიერება, თავდაცვის შესაძლებლობლების გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.”
კომენტარები