ექსპერტი დავით ქართველიშვილი :
“ამ ისტორიას არავითარი “თუ” – არ სჭირდება. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური განცხადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტება, ჩვენთვის უპირობო, ცალსახა და საკმარისი უნდა იყოს: საქართველოს არანაირი ფორმით, არანაირი კავშირი არა აქვს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან. წერტილი! თუმცა იკვეთება ორი მხარე – ვის ინტერესებშიც შედის მოვლენათა სწორედ აღნიშნული ფორმით წარმოსახვა: ეს არის რუსეთის ФСБ და მისი სიტუაციური მეკავშირე – საქართველოს ომის პარტია და მისი საერთაშორისო წამქეზებლები. ვერ მოგართმევთ, არ და ვერ აგარევინებთ! თქვენი მხილება და სიმართლის თქმა – “ხალხის ძალის” საზრუნავი იქნება აწი უკვე “365/7/24″ რეჟიმში.”
კომენტარები