დელიკატესების მაღაზიათა ქსელი Gastronome-ი 3 ახალი ფილიალითა და სარესტორნო ქსელით გაფართოვდა. Gastronome-მა, საქართველოში პირველად, მომხმარებელს უნიკალური კონცეფცია – ერთ სივრცეში განთავსებული მაღაზია და რესტორანი შესთავაზა. Shop&Dine-ის კონცეფციის Bistro by Gastronome ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეს უკვე Gastronome-ის ქსელის წარმატებული პროექტია. სულ ცოტა ხნის წინ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის #22-ში Gastronome-ის ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი Argentinian Steakhouse-ი გაიხსნა. სტეიკჰაუსის მენიუში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი და ბურგერი.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ძალიან მოკლე დროში გავხსენით Argentinian Steakhouse-ი და გვაქვს ამბიცია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქების საუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქსელი 2021 წელს მაღაზიების სამი ახალი ფილიალითაც გაფართოვდა და ჭავჭავაძის, სოლოლაკისა და ბელიაშვილის ფილიალების გარდა, პრემიუმ კლასის პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს უკვე ვაჟა-ფშაველას ახალ ფილიალში, ხოლო ძალიან მალე ლისისა და აბაშიძის მაღაზიებშიც შეეძლებათ“ – აცხადებს Gastronome-ის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები და შედეგიც სახეზეა. დელიკატესების მაღაზიათა ქსელს Gastronome უკვე სამი ახალი ფილიალი შეემატა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება წავახალისოთ ბიზნესი, დავუდგეთ მათ გვერდით, როგორც სანდო პარტნიორი, რათა ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტები,“- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, Gastronome-ის პირველი ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვის თბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი უკვე ოთხი მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრემიუმ კლასის დელიკატესები იყიდება. Gastronome-ში ზღვის და ხორცის პროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.
კომენტარები