“საქართველოს ბანკზე” თავდასმხაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სასამართლო პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გენარალური პროკურატურის ინფორმაციით, წურწუმიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ და “ი” ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები