საქართველოს დასავლეთის დაპირებები მობეზრდა და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე:
„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სხვა რამ და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. “, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმე შეთავაზება იქნება, “ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ, ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის”.
„მთავარი არხი“
კომენტარები