იურისტი, პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, მიშა ყაფლანიშვილი გარდაიცვალა:
“საქართველოს დიდი ქომაგი Misha Kaplan აღარ გვყავს ! შეუწონელი ბოროტება ხარ რუსეთო ! გული მერევა ყველა შენს მონაზე !
მიშა, ძმაო, მთელი ცხოვრება მემახსოვრები ! არასდროს არ დამავიწყდება ჩვენი საუბარი ომში წასვლასთან დაკავშირებით, შენი დაჟინებული გადაწყვეტილება ! მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი !
დიდება გმირებს ! დიდება შენს მამაც სულს !”
კომენტარები