პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,2% შეადგინა.
“ივნისში ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა გაგრძელდა და ეკონომიკურმა ზრდამ 7,2% შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10,5%. აღნიშნული ზრდა გამორჩეულია მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით. ფულადი გზავნილების მოცულობა საკმაოდ გაზრდილია და ივნისში 427 მლნ დოლარი შეადგინა. ვვარაუდობთ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წერს, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები