მან მილიონობით მოგება მიიღო და ამ დროს ბედის დაცინვით ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, ანუ მგელი და ცხვრის ფარა – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუქით” კახა კუჭავას მიმართა:
„ამ ბატონის სინდისზეა ივანიშვილის ოქროს ციებ-ცხელებებთან დაკავშირებულ ოცნებათა აღსრულება. ოლიგარქის ბიზნესში მასზე იყო გაფორმებული ავადსახსენებელი არემჯი, აგრეთვე ოქროს საბადოები რაჭაში, სვანეთში და სხვაგან. საყდრისის ჰაერში აწევით, მილიონობით ხის მოთხრით, საქართველოს იავარქმნით, მან მილიონობით მოგება მიიღო და ამ დროს ბედის დაცინვით ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, ანუ მგელი და ცხვრის ფარა. ახლა კი საქართველოს სახელით დაიარება ევროპაში. არა ეს კოშმარი უნდა დავამთავროთ“
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში გამართულ ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილი და კახა კუჭავა იმყოფებოდნენ.
საქართველო ევროპარლამენტის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. უმწვავესი კითხვების მოსმენა ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მოუწიათ.
10-წუთიანი მოხსენების ნაწილში კახა კუჭავამ სწორედ ოპოზიცია დაადანაშაულა
კომენტარები