თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მთავარია, ყველამ დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია.
ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მედიას განუცხადა.
„საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები