“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი POLITICO-ს სტატიაზე საუბრისას, ამბობს:
“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს. მათი ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. მათ შორის, ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ იღებს პუტინის თამაშის წესებს ქვეყანაში და ცხადია, პუტინის გზას თუ ადგახარ, ამცდარი ხარ ევროკავშირის გზას”
ცნობისთვის, “საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება”, – ამ სათაურით აქვეყნებს POLITICO სტატიას და წერს, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო გაყო. ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირს, ხოლო ზოგი, მათ შორის, საქართველო პუტინის დიქტატურის გზას მიჰყვება.
კომენტარები