აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს მთავრობისადმი ბრალდებების შესახებ :
“ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. ამას მედიის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს.
მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს უპასუხა და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე მათ მოვუწოდებდი, ეს საკითხი ხელისუფლებებს შორის, დიპლომატიური არხებით განეხილათ და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა საქართველოსა და უკრაინის შორის, მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს. უკრაინა იბრძვის თითოუელი ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის. ახლა არ არის დრო, საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნისთვის, ახლა დროა, რომ ეს ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს.”
კომენტარები