საქართველოს კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 331 პაციენტი აგრძელებს მკუნალობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკაში პოზიტიური დინამიკა აღინიშნება.
„ამ ეტაპზე კოვიდ-სამკურნალო ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს. თუ თქვენ ადევნებთ არსებულ ციფრებს, ნახავთ, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს. ეს ძალიან კარგია. თუ ასე გაგრძელდება, იქნება განსხვავება კარგი და სერიოზული“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ ტენდენციის გაგრძელება მოსახლეობის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა ქვეყანა ვირუსს გაუმკლავდება.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები