პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ადგილობრივმა პოლიციამ სულ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თაღლითური სქემით ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება ქალაქ ტარნოვში ხანდაზმული კაცისგან 25 000 ზლოტის გამოძალვას გეგმავდა.
ბრალდებულების დაკავება ქალაქ პოზნანში მოხდა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, პოლიციამ დაადგინა, რომ ის ანალოგიური სქემით პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მოქმედებდა – თაღლითურად მოპოვებულმა თანხამ საერთო ჯამში 220 000 ზლოტი შეადგინა.
ოთხივე დაკავებულს ბრალდება თაღლითობის მუხლით აქვთ წარდგენილი და მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კომენტარები