ტვ პირველის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ბორის წიკლაური რუსეთს გადასცეს.
როცა ახმეტის რაიონში მცხოვრებმა მამაკაცმა საქართველოს ტერიტორია დატოვა, მესაზღვრებმა მას არ უთხრეს, რომ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში კი 20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის წიკლაური იტალიაში დააკავეს. მას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მოხდილი ჰქონდა, თუმცა რუსეთმა ბორის წიკლაურის დასჯა მეორედ გადაწყვიტა.
საქართველოს მოქალაქე მოსკოვში მკაცრი რეჯიმის ციხეში მოთავსებული. მისი ოჯახი კი დახმარებას შვეიცარიის მთავრობას სთხოვს.
კომენტარები