საქართველოს 4 მოქალაქე ამსტერდამის აეროპორტშია გაჩერებული და მეორე დღეა სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან. 22 თებერვალს თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით საქართველოს 4 მოქალაქე გაემგზავრა, რომლებიც ქვეყანაში არ შეუშვეს.
ერთ-ერთი მათგანი საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ რთულ პირობებში იმყოფებიან.
“გუშინ მოგვცეს საბუთები, რის საფუძველზეც უნდა დაგვეტოვებინა აეროპორტი, უნდა დავებრუნებინეთ უკან დილით 8 საათზე, მაგრამ დღეს გამოგვიცხადეს, რომ ადგილები არ არის და ხვალ დაგვაბრუნებენ. არ გვეძლევა აეროპორტის გარეთ გასვლის უფლება, ვერც სასტუმროში ვბინავდებით და არც საკვები გვაქვს”, – აცხადებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.
აეროპორტში ჩარჩენილები დახმარებას საქართველოს საელჩოსგან ითხოვენ. მათი თქმით, ისინი საქართველოს საელჩოს დაუკავშიდნენ, თუმცა ცხელ ხაზზე არავინ უპასუხა.
კომენტარები